თავში

31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ ეყოლება

​31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ
31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ ეყოლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ 31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ ეყოლება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაცია რეგიონში დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ ქაბულში დიპლომატიური მისიის აღდგენა "მომდევნო კვირებსა და თვეებში" თალიბანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ აქტიურად მუშაობს ავღანეთიდან კიდევ სამასი ამერიკელი მოქალაქის ევაკუაციაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება სურთ.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system