თავში

31 დეკემბერი მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეა

31 დეკემბერი მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეა
31 დეკემბერი მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეა

დღეს აზერბაიჯანლები სოლიდარობის დღეს ზეიმობენ. დღესასწაული მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 70 ქვეყანაში აღინიშნება და ის აზერბაიჯანული დიასპორების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე, თანამედროვე ეპოქაში, დიდ დღესასწაულად დამკვიდრდა და მას სიხარულით აღნიშნავენ არა მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ, ყველა, ვინც დაიბადა და გაიზარდა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარეობს, მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული მოთამაშეა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. მან დიდი როლი ითამაშა რეგიონის განვითარებაში.

აზერბაიჯანის სოლიდარობის დღეს საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა. 31 დეკემბერს ნახიჩევანის ტერიტორიაზე ხალხმა დაანგრია ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანს შორის საზღვარი (საბჭოთა აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარი) და ათასობით აზერბაიჯანელმა გადაკვეთა მდინარე არაქსი. ამავე დღეს თურქეთში, სტამბოლში, გაიხსნა ისტორიაში პირველი მსოფლიო აზერბაიჯანელთა კონგრესი. ეს ორი ღონისძიება დაედო საფუძვლად 31 დეკემბრის მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღედ გამოცხადებას.

ეს დღეს, როგორც დღესასწაული, 1991 წლის 16 დეკემბერს, ჰეიდარ ალიევმა გამოაცხადა, რომელიც იმ დროისთვის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

დღეს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ათეული მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ისტორიულ სამშობლოში, დანარჩენი კი, დიასპორების სახით, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო აზერბაიჯანელთა ეროვნული სოლიდარობის დღის მთავარი იდეა აზერბაიჯანელი ხალხის, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ერთობა და სოლიდარობა, ეროვნული და სულიერი ფასეულობების პატივისცემა და მათი ისტორიულ სამშობლოსთან კავშირია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system