თავში

31 მაისს "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღეს აღნიშნავს

31 მაისს "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღეს აღნიშნავს
31 მაისს მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს აღნიშნავს

"მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღე არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში 31 მაისს აღინიშნება. ძირითადად აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე კეთდება. ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი, თამბაქოს მოხმარების შემცირებაა. სპეციალისტები კი თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ სიკვდილის ერთერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, არადა მისი პრევენცია შესაძლებელია. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" აღნიშნული დღე 1987 წელს დააწესა, რათა თამბაქოს სასიკვდილო შედეგებისაკენ საერთაშორისო ყურადღება მიექცია.

ჯანმო-ს თანახმად, თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, რომელთაგან შვიდი მილიონზე მეტი ადამიანი, თამბაქოს უშუალო მომხმარებლები იყვნენ ან არიან. ხოლო, 1.2 მილიონზე მეტი პასიური მწეველია და მეორეული კვამლის ზემოქმედებით იღუპება..

მოწევა იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტს, კიბოს, ფილტვების დაავადებებს და სხვა დაავადებებისაგან. მსოფლიოში მწეველთა თითქმის 80%  დაბალი და საშუალო ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში ცხოვრობს.

თამბაქო ასევე უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. თამბაქოს ნარჩენები შეიცავს შვიდი ათასზე მეტ ტოქსიკურ ქიმიკატს, მათ შორის კანცეროგენებს. ყოველდღიურად გაყიდული 15 მილიარდი სიგარეტის ორი მესამედი ბუნებაშია გაჟღენთილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system