თავში

39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

​39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ვიეტნამის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არის ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის გავლით დასავლეთში მიგრანტების გადაყვანის ორგანიზაციას ეწეოდა.

ამ დროისთვის ვიეტნამის პოლიციამ ორი ადამიანი ჰა ტინის პროვინციაში დააკავა, 9 კი ნგე ანის პროვინციაში. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ადრე რუსეთში ცხოვრობდა. მიგრანტები მას რუსეთის გავლით ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში გადაჰყავდა. 

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system