თავში

4 ივლისს დიდ ბრიტანეთში პაბები, მუზეუმები და სალონები იხსნება

4 ივლისს დიდ ბრიტანეთში პაბები, მუზეუმები და სალონები იხსნება
4 ივლისს დიდ ბრიტანეთში პაბები, მუზეუმები და სალონები იხსნება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი გამოცხადდა. 4 ივლისიდან ქვეყანაში რესტორნები, პაბები, კინოთეატრები, სალონები და მუზეუმები გაიხსნება.

"ჩვენ შეგვიძლია, გავხსნათ რესტორნები და ბარები. ჩვენ გავხსნით სილამაზის სალონებს, ყველანაირი უსაფრთხოების ზომების დაცვით. 4 ივლისიდან ხალხს სასტუმროებში ღამის გათევა შეეძლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მან დასძინა, რომ კონკრეტული დღიდან ნებისმიერ ორ ოჯახს ნებისმიერ გარემოში, ქუჩაში ან შენობაში შეკრება შეეძლება. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას, სოციალური დისტანცია დაიცვას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები ისევ შეეხება სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებსა და მანიკიურის სალონებს, რომლებიც ჯერ დახურული იქნება.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით 306,761 ადამიანი დაინფიცირდა. დაიღუპა 42,731 ადამიანი.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების ინსტიტუტის (LSHTM) მეცნიერები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება არსებობს. მათი თქმით, ეს 2.5-ჯერ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე პირველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system