თავში

4 წლის გოგონამ დინოზავრის 220 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩინა

4 წლის გოგონამ დინოზავრის 220 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩ
4 წლის გოგონამ დინოზავრის 220 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩინა

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ უელსში, ოთხი წლის ლილი უაილდერმა ბენდრიქს-ბეის სანაპიროზე კარგად შემონახული დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას უელსის ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური ავრცელებს.

მეცნიერების განცხადებით,  შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, კონკრეტულად რომელ დინოზავრს ეკუთვნის ნაკვალევი, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ის დაახლოებით 220 მილიონი წლის წინანდელია.

ნაფეხური, სავარაუდოდ, პატარა დინოზავრს ეკუთვნის. დინოზავრის ნაკვალევის ზომა 10 სანტიმეტრია, ხოლო თავად დინოზავრის სიმაღლე დაახლოებით 75 სანტიმეტრს შეადგენდა, სიგრძე კი -  ორ მეტრს. ცხოველი ორ ფეხზე დადიოდა და სხვა პატარა ცხოველებითა და მწერებით იკვებებოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system