თავში

49 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბაჰრეინის პრემიერი გარდაიცვალა

​49 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბაჰრეინის პრემიერი გარდაიცვალა
49 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბაჰრეინის პრემიერი გარდაიცვალა

ბაჰრეინის პრემიერ-მინისტრი ხალიფა ბენ სალმან ალ ხალიფა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე გრძელვადიანი პრემიერი იყო. სამეფო დინასტიის წარმომადგენელმა ქვეყნის პრემიერის პოსტი 1971 წლის 16 აგვისტოს დაიკავა და სიცოცხლის ბოლომდე მთავრობის ხელმძღვანელი იყო.

ხალიფა ბენ სალმან ალ ხალიფა ბაჰრეინის მინისტრთა კაბინეტს თითქმის ნახევარი საუკუნე - 49 წლის განმავლობაში მართავდა. მან 2011 წლის არაბული გაზაფხულის დროს შეძლო პოსტის შენარჩუნება, თუმცა დემონსტრანტები, კორუფციის ბრალდებით, მის გადადგომას ითხოვდნენ.

ხალიფა ბენ სალმან ალ ხალიფა საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, თუმცა, 2015 წლიდან მას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, პერიოდულად  ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა, რამაც მისი გავლენები შეამცირა.

პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაჰრეინში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system