თავში

5-დან 4 მოზარდი მსოფლიოში ძალიან ცოტას მოძრაობს

5-დან 4 მოზარდი მსოფლიოში ძალიან ცოტას მოძრაობს
5-დან 4 მოზარდი მსოფლიოში ძალიან ცოტას მოძრაობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოზარდების მშობლებს მსოფლიო მასშტაბით აფრთხილებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 11-დან 17 წლის ასაკის ბავშვები, დღის განმავლობაში, საკმარის ფიზიკურ აქტივობას არ ასრულებენ.

ეს სტატისტიკა განსაკუთრებით შეეხება გოგონებს, რომელთა შორის, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობით, მხოლოდ 15 პროცენტია დაკავებული. კვლევის შედეგებს სამეცნიერო ჟურნალი The Lancet  აქვეყნებს.

გამოკითხვა 2001 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 146 ქვეყანაში ჩატარდა. გამოკითხვაში 1,6 მილიონი მოზარდი მონაწილეობდა.

კვლევებში დაკონკრეტებული არ არის, რამ განაპირობა მოზარდების ცხოვრების წესის გაპასიურება. ამის მიზეზი შესაძლოა „ელექტრონული და ტექნოლოგიური რევოლუცია“ იყოს, რამაც მოზარდების ცხოვრების წესი უფრო მჯდომარე გახადა. ასევე უსაფრთხოების საკითხები, როდესაც გარეთ ყოფნა და ბავშვის ღია სივრცეში აქტიურობა დაცული აღარ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 11-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები დღეში მინიმუმ 1 საათი ფიზიკურად უნდა აქტიურობდნენ. 18 წლიდან 64 წლამდე ადამიანები კი კვირაში მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა მოძრაობდნენ, ან 75 წუთი სპორტს დაუთმონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system