თავში

5 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

5 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
5 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 11,475,480-ს შეადგენს. COVID-19-ს 535,139 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83,553 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78,516 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,579,837 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 64,383 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 37,923 შემთხვევა დადასტურდა, 1,091 ადამიანი გარდაიცვალა. 978,615 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 197,460-მდე გაიზარდა, 9,085 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 422 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა. 181,700 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30,366-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 523 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 252,165 ადამიანს დაუდასტურდა. 6,914 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 23,165 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 697,069 ადამიანს დაუდასტურდა. 19,699 პაციენტი გარდაიცვალა, 420 გასულ 24 საათში. 424,885 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 48,500-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,249 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 22 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 21,376 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 706 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 28,606-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 484 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 156-ს შეადგენს. 16,140 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,736 ადამიანი დაინფიცირდა და 681,251-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 134 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10,161-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 450,750 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 163 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,560-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 240,438 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 11,571 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 201,330-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20,324-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 250 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 11,742 პაციენტი.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 29,787-მდე გაიზარდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 331 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 17,916 ადამიანი.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,148 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 205,758 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,225 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180,680-ს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system