თავში

5 ქვეყანა ირანისგან კომპენსაციას ითხოვს

5 ქვეყანა ირანისგან კომპენსაციას ითხოვს
5 ქვეყანა ირანისგან კომპენსაციას ითხოვს

ქვეყნები, რომლთა მოქალაქეებიც ირანში უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად გარდაიცვალნენ, ირანისგან სამართლიანობის აღდგენასა და ოჯახებისთვის კომპენსაციების გადახდას მოითხოვენ. ქვეყნებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ირანი პირნათლად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

კატასტროფიდან ერთი წლის თავზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, უკრაინამ, საფრანგეთმა, კანადამ, ბრიტანეთმა და შვედეთმა ირანს მოსთხოვეს, გააკეთოს დეტალური ახსნა-განმარტება და დასაჯოს დამნაშავეები. 

განცხადებას ხელი მოაწერეს ავღანეთის, კანადის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს მინისტრებმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უკრაინული საერთაშორისო ავიალაინერი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

თავდაპირველად ირანმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა მათ მიერ გამოწვეული არ ყოფილა, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ირანის რევოლუციურმა არმიამ შეცდომით ჩამოაგდეს თვითმფრინავი.

აღსანიშნავია, რომ ირანის რანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა თვითმფრინავი იმ ღამეს ჩამოაგდო, როდესაც აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკურ სარაკეტო შეტევას ახორციელებდა. ეს იყო აშშ-ის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე პასუხი, რომლის დროსაც გარდაიცვალა გენერალი ყასემ სოლეიმანი.

თვითმფრინავი მიემგზავრებოდა უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ. დაზარალებულთა შორის იყვნენ კანადის 57, უკრაინის 11, შვედეთის 17, ავღანეთის 4  და ბრიტანეთის 4 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system