თავში

5 მაისს ცაზე მეტეორიტების წვიმას დავინახავთ

​5 მაისს ცაზე მეტეორიტების წვიმას დავინახავთ
5 მაისს ცაზე მეტეორიტების წვიმას დავინახავთ

ასტრონომების პროგნოზის თანახმად, 2021 წლის 5 მაისს დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით, ჰალეის კომეტის მიერ ასხლეტილი მყარი ნაწილაკებისა და მტვრის წვიმას დავინახავთ. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ ნაწილაკებს ეტა-აკვარიდები ეწოდებათ, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე კოსმოსიდან დიდი სიჩქარით შემოდიან, და ატმოსფეროს ზედა ფენებში ცეცხლი ეკიდებათ. მიკრო მეტეორიტები დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევენ, რადგანაც აალების მომენტიდან მალევე იშლებიან. მეცნიერების ინფორმაციით, ჰალეის კომეტის მიერ ასხლეტილი ეტა-აკვარიდების დანახვა ყველაზე კარგად 5 მაისს, გამთენიისას, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროებიდან შეიძლება. თუმცა, მისი დანახვა ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის რეგიონებიდანაც შეიძლება. ასევე, ასხლეტილი კოსმოსური ნაწილაკების  დრო და დრო შემოსვლა ჩვენს ატმოსფეროში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ეტა-აკვარიდები დიდი სიჩქარით მოძრავი ჰალეის კომეტის მზესთან მიახლოებისას წარმოიქმნა, როდესაც კომეტის გახურებული ზედაპირიდან მყარი ნაწილაკები გამოიტყორცნა. კომეტა მზეს ყოველ 76 წელიწადში ერთხელ უახლოვდება და შორდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system