თავში

5 თუთიყუში, რომლებიც პარკში იგინებოდა, იზოლაციაში გადაიყვანეს - PHOTO

5 თუთიყუში, რომლებიც პარკში იგინებოდა, იზოლაციაში გადაიყვანეს - PHOTO
5 თუთიყუში, რომლებიც პარკში იგინებოდა, იზოლაციაში გადაიყვანეს - PHOTO

დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ ინგლისში, ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკში თუთიყუშები ტურისტებს, მომვლელებსა და პარკის ხელმძღვანელობას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ფრინველები დროებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის გაერიდებინა.

პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, 5 თუთიყუში - ერიკი, ჯეიდი, ელსი, ტისონი და ბილი მათ სხვადასხვა მფლობელისგან საჩუქრად ცოტა ხნის წინ მიიღეს. ფრინველები პარკში გაშვებამდე გარკვეული პერიოდით კარანტინში მოათავსეს. პარკის აღმასრულებელი დირექტორის,  სტივ ნიკოლსის განცხადებით ზუსტად ერთ დღეში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ფრინველებმა ერთმანეთში გინება დაიწყეს. ახლა ძნელია იმის გარკვევა, ვინ ვისგან რა ისწავლა, მაგრამ როდესაც 5 აფრიკული თუთიყუში საჯარო სივრცეში გაუშვეს, ისინი ყველა გამვლელ-გამომვლელს აგინებდნენ. დირექტორის თქმით, თუთიყუშები ფრაზებს ძალიან მალე ითვისებენ და მათ დიდი ხალისით იმეორებენ.

"მე მაგალითად ყოველ წამს სქელ ძ....შვილს მეძახდნენ",- განაცხადა ნიკოლსმა.

თუთიყუშების გინებაზე ბევრი ტურისტი ხალისობდა და მათ იგივე ფრაზებს უბრუნებდა. ამ ფაქტმა ადმინისტრაცია გადამწყვეტი ზომები მიეღო, რადგან პარკის ვიზიტორებში უფროსებთან ერთად ბავშვებიც იყვნენ.

სტივ ნიკოლსი იმედოვნებს, რომ თუთიყუშები ბილწსიტყვაობას მალე გადაეჩვევიან და მათ ისევ საჯარო სივრცეში დააბრუნებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system