თავში

5 თვის ჩვილი, 32 დღიანი კომის შემდეგ, COVID-19-ისგან განიკურნა

5 თვის ჩვილი, 32 დღიანი კომის შემდეგ, COVID-19-ისგან განიკურნა
5 თვის ჩვილი, 32 დღიანი კომის შემდეგ, COVID-19-ისგან განიკურნა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში 5 თვის ბავშვი, რომელიც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა, 32 დღიანი კომის შემდეგ ინფექციისგან განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჩვილს COVID-19-ის ინფექცია დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაუდგინდა.

მან საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღე კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

”სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ექიმებმა ჩათვალეს, რომ მას ბაქტერიული ინფექცია სჭირდა, თუმცა, წამლებით მისი განკურნება ვერ მოხერხდა. მე და ჩემმა მეუღლემ მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გადავწყვიტეთ, სადაც ის კორონავირუსზე შეამოწმეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა”, - განაცხადა ბავშვის მამამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system