თავში

6.5 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში 1 ადამიანი ემსხვერპლა

6.5 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში 1 ადამიანი ემსხვერპლა
6.5 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში 1 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ქალაქ ამბონასთან ახლოს, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედარებით მცირედასახლებულ ტერიტორიაზე სტიქიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ხიდი. საავადმყოფოდან ავადმყოფების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ინდონეზიის მიწისძვრისა და ცუნამის ცენტრში აცხადებენ, რომ ცუნამის საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შეშინებული მოსახლეობა სანაპირო ზოლიდან მასიურად დაიძრა და მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე ცდილობს თავის შეფარებას.

ინდონეზია, სადაც 260 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გეოგრაფიულად ეგრეთ წოდებული „ცეცხლოვან რკალში“ მდებარეობს, რის გამოც ხშირია მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევა და ცუნამი. 2004 წლს ძლიერ მოწისძვრასა და ცუნამის დაახლოებით 230 000 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system