თავში

6 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​6 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
6 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 11,495,412-ს შეადგენს. COVID-19-ს 535,185 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 11 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 557 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 79 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 603 055 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 64 867 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 26 051 შემთხვევა დადასტურდა, 602 ადამიანი გარდაიცვალა. 906 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196 554-მდე გაიზარდა, 9016 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 219 შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა. 182 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30,639-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 273 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 256,848 ადამიანს დაუდასტურდა. 4,683 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 24,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 697 413 ადამიანს დაუდასტურდა. 19 693 პაციენტი გარდაიცვალა, 425 გასულ 24 საათში. 424 432 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 49 043-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1262 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 13 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 21 703 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 330 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 936-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 491 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 159 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 16 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 611 ადამიანი დაინფიცირდა და 687 862-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 135 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10 296-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 454 329 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 160 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 613-ით გაიზარა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 237,878 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 11 731 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 243 051-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 199 ადამიანს დაუდასტურდა, 271 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 2 888 730 შემთხვევა. ვირუსს 129 947 ადამიანი ემსხვერპლა. 906 763 გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20 837-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 258 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 12 182 პაციენტი. ხოლო 8 397 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 749-მდე გაიზარდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 334 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 18 056 ადამიანი.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,086 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 206 844 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,241 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 182.995-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system