თავში

6 წლის ბიჭი კრაზანას ნაკბენმა იმსხვერპლა

6 წლის ბიჭი კრაზანას ნაკბენმა იმსხვერპლა
6 წლის ბიჭი კრაზანას ნაკბენმა იმსხვერპლა

კამბოჯაში, 6 წლის ბიჭი ასობით მწერმა "ონავარმა" დაკბინა, რის გამოც გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror წერს.

ბიჭი ბებიას ბაღში ეხმარებოდა, მათ შემთხვევით ონავართა ბუდე დაანგრიეს, საიდანაც ასობით კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გამოფრინდა, ბებიას და შვილიშვილს დაესია და მთელ სხეულზე დაკბინა.

არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბებიამ კი მხედველობა დაკარგა.

''ძალიან ვწუხვარ ჩემი ბიჭის გამო. ყოველ ჯერზე ვტირი, როცა ვფიქრობ თუ რამდენი იტანჯა, ის არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. მე რომ მასთან ვყოფილიყავი დავიცავდი და ალბათ გადარჩებოდა", - განაცხადა 6 წლის ბიჭის დედამ.

მწერი, სახელად "ონავარი" კრაზანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, რომლებიც ცხოვრობენ აზიაში, ახალ გვინეასა და სამხრეთ აფრიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system