თავში

6 წლის ბიჭმა მცენარისგან მეორე ხარისხის დამწყვრობა მიიღო - PHOTO

6 წლის ბიჭმა მცენარისგან მეორე ხარისხის დამწყვრობა მიიღო
6 წლის ბიჭმა მცენარისგან მეორე ხარისხის დამწყვრობა მიიღო - PHOTO

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურში, 6 წლის ბიჭმა შხამიანი მცენარე "დიყით", რომელიც ქოლგისებრთა ოჯახს წარმოადგენს, მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ინციდენტი 6 წლის ბიჭის სახლთან ახლოს მოხდა, ბიჭმა ბაღში გაიარა და მცენარეს გაედო. 6 წლის ბიჭი მამამ მეორე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან კიდურებზე, სადაც მცენარე შეეხო, წყლულოვანი ბუშტები გაუჩნდა. თავიდან მშობლებს მზისგან დამწვრობა ეგონათ, თუმცა ღამით ბუშტები გაიზარდა და ბავშვს მთელს სხეულზე მოედო.

ექიმების თქმით, სარეველა "დიყი" ადამიანებისთვის ძალინ საშიშია. 6 წლის ბიჭს კანის ოპერაცია დასჭირდა, ის ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს, თუმცა უფრო სერიოზული დამწვრობის მკურნალობას თვეები სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system