თავში

6 წლის ბიჭს ტვინი ამებამ დაუზიანა და გარდაიცვალა

​6 წლის ბიჭს ტვინი ამებამ დაუზიანა და გარდაიცვალა
6 წლის ბიჭს ტვინი ამებამ დაუზიანა და გარდაიცვალა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიქ ჯექსონში სასმელ წყალში მომაკვდინებელი ამება აღმოაჩინეს, რომელმაც 6 წლის ბავშვი იმსხვერპლა. ინფორმაციას New Your Times ავრცელებს.

ერთუჯრედიანი ორგანიზმი ძირითადად თბილ მტკნარ წყლებში, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს. ადამიანის ორგანიზმში ის წყლიდან ცხვირის გავლით ხვდება, საიდანაც ტვინში ადის, მის ქსოვილებს შლის და სწრაფ სიკვდილს იწვევს.

ინფიცირებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაღუპული ბიჭის მშობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდის დაინფიცირება სახლის ეზოში წლის მილიდან, ან სათამაშო მოედანზე შადრევნიდან მოხდა. აღებული 11 სინჯიდან 3-ში ამებას უჯრედი აღმოჩნდა.

ვიდრე წყლის სინჯების ექსპერტიზა მიმდინარეობდა, წყლის კომპანიამ ტეხასის შტატის 8 ქალაქის მოსახლეობას წლის მოხმარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ტესტირების დასრულების შემდეგ ეს შეზღუდვა მხოლოდ ლეიქ ჯექსონზე ვრცელდება. ქალაქის მერის განცხადებით, ვითარება საგანგაშოა და მოსახლეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს.

ქალაქის ხელისუფლება წყალმომარაგების სისტემის გასუფთავების გეგმაზე მუშაობს, მანამდე კი მოსახლეობას ონკანიდან წლის გამოყენებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system