თავში

60 წლის სერფერი, რომელმაც ზვიგენს აგინა და სცემა, ინტერნეტის გმირი გახდა

​60 წლის სერფერი, რომელმაც ზვიგენს აგინა და სცემა, ინტერნეტის გ
60 წლის სერფერი, რომელმაც ზვიგენს აგინა და სცემა, ინტერნეტის გმირი გახდა

ინტერნეტში მეორე დღეა აქტიურად განიხილავენ 60 წლის სერფერის გმირობას, რომელსაც თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. მამაკაცი არ დაიბნა და ზღვის მტაცებელი წარმატებით მოიგერია.

სხვადასხვა ფორუმისა და სოციალური ქსელის მომხმარებელი აღფრთოვანებას არ მალავს იმით, რომ ნიკ მინოუგმა ზვიგენს მუშტები დაუშინა, თანაც ზედ გინებაც მოაყოლა.

60 წლის მამაკაცი ზვიგენს ცხვირში და თვალებში ურტყამდა.

ზვიგენმა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობას აშკარად არ ელოდა, უკან დაიხია.

ამ ისტორიას უამრავი ადამიანი აზიარებს და წერს, რომ სერფერი ნამდვილი გმირია, რომელიც არა მხოლოდ სიკვდილს გადაურჩა, არამედ ზვიგენს ჭკუა ასწავლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system