თავში

68 წლის "დაბოლილმა" მამაკაცმა პოლიციისგან გაქცევა ძალიან დაბალი სიჩქარით სცადა

68 წლის "დაბოლილმა" მამაკაცმა პოლიციისგან გაქცევა ძალიან დაბალი
68 წლის დაბოლილმა მამაკაცმა პოლიციისგან გაქცევა ძალიან დაბალი სიჩქარით სცადა

აშშ-ში, პენსილვანიას შტატში პოლიციამ 68 წლის მამაკაცის ავტომობილის გაჩერება სცადა, თუმცა მოხუცი მეამბოხე ბრძანებას არ დაემორჩილა და პოლიციისგან მიმალვა სცადა. დორი ადამსი, რომელიც დევნის დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციისგან თავის დაღწევას დაახლოებით 30 კმ/სთ-ში სიჩქარით ცდილობდა.

დევნა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა უკვე გასაგები მიზეზის გამო, არც თუ ისე შორ მანძილზე. პოლიციამ დორი ადამსს 25 კილომეტრი სდია. 

"ეს ყველაფერი ცოტა მარიხუანას გამო მოაწყვეთ? - იმედია ბედნიერები ხართ," - განაცხადა  დაკავებულმა. 

ადამსი თავს უდანაშაულოდ თვლის, თუმცა პოლიციის თქმით, ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, მაინც სახიფათოა. 

დადევნება სწორედ ამიტომ გადაწყდა, თუმცა, პოლიციელების განცხადებით, ისინი ამას მაქსიმალური სიფრთხილით აკეთებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system