თავში

69 წლის მამაკაცი საკუთარმა ლომებმა მოკლეს - PHOTO

69 წლის მამაკაცი საკუთარმა ლომებმა მოკლეს
69  წლის მამაკაცი საკუთარმა ლომებმა მოკლეს - PHOTO

სამხრეთ აფრიკის პროვინცია ლიმპოპოში 69 წლის ვესტ მეითიუსონს საკუთარი ორი თეთრი ლომი დაესხა თავს. მამაკაცი ჩვეულ რუტინას ასრულებდა და ისინი სასეირნოდ მიჰყავდა, რა დროსაც ლომები პატრონს თავს დაესხნენ. თვითმხილველი მეითიუსონის მეუღლე იყო, რომელმაც ქმრის გადასარჩენად ვერაფერი იღონა.

გარდაცვლილის მეუღლემ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა მრავალი დაზიანების გამო, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

”მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ ტრაგიკული და უბედური შემთხვევა იყო", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

მისი თქმით, ლომები სხვა ადგილას გადაიყვანეს.

”ლომები უსაფრთხოდ არიან, იზრუნებენ და შეიყვარებენ მათ როგორც, მეითიუსონს სურდა", - დასძინა მან.

მეითიუსონი ამ მხარეში ცნობილი, ველური ბუნების მოყვარული ადამიანია, რომელმაც რამდენიმე დღის ორი თეთრი ლომი სახლში წაიყვანა. ის მათ ისე ზრდიდა, როგორც შვილებს. გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლის თქმით, ლომებსა და მეითიუსონს ერთ საწოლში ეძინათ.

ლიმპოპოს პოლიციის კომისარმა მსგავსი მეპატრონეები გააფრთხილა,რომ თავი დაიცვან საშიში ცხოველებისგან, რათა მსგავსი ტიპის ტრაგიკული ინციდენტი არ განმეორდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system