თავში

7 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

7 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
7 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 11,691,068-ს შეადგენს. COVID-19-ს 540,062 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 15 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 565  შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 79 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 623 284 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 65 487 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 20 229 შემთხვევა დადასტურდა, 620 ადამიანი გარდაიცვალა. 927 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196 944-მდე გაიზარდა, 9 024 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 390 შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა. 182,7 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 31 119-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 273 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 261 750 ადამიანს დაუდასტურდა. 4 902 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. 159 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 22,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 719 665 ადამიანს დაუდასტურდა. 20 160 პაციენტი გარდაიცვალა, 467 გასულ 24 საათში. 439 947 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 49 607-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1283 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 21 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 22 193 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 349 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 285-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 503 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 164 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 16 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 368 ადამიანი დაინფიცირდა და 694 230-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 198 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10 494-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 463 880 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 200 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 637-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 237,878 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 11 931 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 207 000-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 44 953 ადამიანს დაუდასტურდა, 325 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 2 938 624 შემთხვევა. ვირუსს 130 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 924 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 374-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 265 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 12 635 პაციენტი. ხოლო 8 474 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,053 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 207,897 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,260 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 185,292-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system