თავში

7 წლის გოგონამ YouTube-ის დახმარებით დედა სიკვდილს გადაარჩინა

​7 წლის გოგონამ YouTube-ის დახმარებით დედა სიკვდილს გადაარჩინა
7 წლის გოგონამ YouTube-ის დახმარებით დედა სიკვდილს გადაარჩინა

დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ პრესტონში 7 წლის გოგონამ დედა სიკვდილს გადაარჩინა. ჯესიკა ტელევიზორში ფილმს უყურებდა, როდესაც დედამისმა, 32 წლის ბეკი გრინმა მოულოდნელად გონება დაკარგა და იატაკზე დავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

გოგონა არ დაიბნა, ჭიქა წყლით აავსო და დედას სახეში შეასხა. შემდეგ მან გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკა გამოიყენა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ბეკი გრინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი თქმით, ქალს ეპილეფსიის შეტევა გქონდა, შვილმა კი მისი გადარჩენა შეძლო. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მან YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების საშუალებით ისწავლა.

"მე ვიცი, რომ მას შემეცნებითი რგოლების ნახვა უყვარს. მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას გულ-ფილტვის რეანიმაციის ვიდეო დააინტერესებდა. მისი ოპერატიული დახმარება რომ არა, ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი", - ამბობს გოგონას დედა.

მისი თქმით, მომავალში ჯესიკას სურს, ექიმი იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system