თავში

78 წლის აკრობატი: არ მინდა, ცირკი ჩემზე ადრე მოკვდეს

78 წლის აკრობატი: არ მინდა, ცირკი ჩემზე ადრე მოკვდეს
78 წლის აკრობატი: არ მინდა, ცირკი ჩემზე ადრე მოკვდეს

ალექსანდრე ბალკანსკი ბულგარეთის ერთ ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ცირკის დამაარსებელია. სიმაღლეზე გაჭიმულ თოკზე სახიფათო აკრობატული ილეთებით მაყურებლის წინაშე ის 8 წლიდან გამოდის. კორონაპანდემიამ, რომელმაც მთელ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი და ზარალი გამოიწვია, მის ცირკსაც შეუქმნა სერიოზული პრობლემები და ახლა ის ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას.

ბალკანსკის ოჯახი და მისი წინაპრები ამ ბიზნესში უკვე 200 წელია ჩართულები არიან. წელს შემოდგომაზე ყოფილი აკრობატი ამ ისტორიული თარიღისა და მის მიერ დაარსებული ცირკის 20 წლის იუბილეს მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავდა. განაახლეს საცირკო ქარავანი. ამ ხარჯების დასაფარად მას საკუთარი სახლის დაგირავება მოუწია. სახელმწიფო დახმარების სახით გაცემული 50 000 ევრო ვალები გასტუმრებას დასჭირდა. პანდემიის კვალდაკვალ პროგრამა ბევრჯერ შეცვალეს. ბოლოს კი როცა მაყურებლის წინაშე გამოსასვლელად თითქოს ყველაფერი მზად იყო, ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევებმა დრამატულად იმატა. 2000-იან ქარავანში ძალიან ცოტა მაყურებელი მივიდა. რა ბედი ელის ბალკანსკის ცირკს 78 წლის აკრობატმა არ იცის. 

"არ მინდა ცირკი ჩემზე ადრე მოკვდეს, მინდა წავიდე, ვიდრე ეს მოხდება", განაცხადა ბალკანსკიმ . 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system