თავში

79 წლის ამერიკელი მამაკაცი 50 ქალის მკვლელია

79 წლის ამერიკელი მამაკაცი 50 ქალის მკვლელია
79 წლის ამერიკელი მამაკაცი 50 ქალის მკვლელია

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სასტიკი მკვლელი გამოავლინეს. მას სულ მცირე 50 ადამიანი ჰყავს მოკლული. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სემუელ ლითლმა, იგივე სემუელ მაკდაუელმა, 93 მკვლელობა აღიარა. მსხვერპლის უმეტესობა ქალია. ამ ეტაპზე გამოძიებამ დამნაშავის კავშირი მკვლელობების მხოლოდ 50 ფაქტთან დაადგინა, თუმცა, სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მსხვერლი, შესაძლოა, გაცილებით მრავალრიცხოვანი იყოს. გამოძიება გრძელდება.

ყოფილი მოკრივე, მაშინ სემუელ მაკდაუელის სახელით ცნობილი, ნარკოტიკების ბრალდებით პირველად 2012 წელს უსახლკაროთა თავშესაფარში კონექტიკუტში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაუშვეს. 2014 წელს კი იგი უკვე სამი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით სხვა მკვლელობების გამოძიების კვალმა სამართალდამცავები სემუელ ლითლამდე მიიყვანა.

სერიული მკვლელი წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მას ვერ დაიჭერდნენ. მის ყველა მსხვერპლს სერიული მანიაკი სასტიკად აწამებდა და ისე კლავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system