თავში

8 დღით მიტოვებული 3 წლის ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - VIDEO

8 დღით მიტოვებული 3 წლის ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - VIDEO
8 დღით მიტოვებული 3 წლის ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - VIDEO

ტოკიოში პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი საკი კაკეჰაში, რომელმაც 3 წლის გოგონა 8 დღით სახლში მარტო მიატოვა, თავად კი მეგობარი მამაკაცის მოსანახულებლად სხვა ქალაქში წავიდა.

სახლში დაბრუნებულ დედას პატარა ნოა, ნაგვით სავსე ბინაში შიმშილით გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს 8 დღის გამოუცვლელი პამპერსი ეკეთა და კანი გამონაყარით ჰქონდა დაფარული. ინფორმაციას Japan Times -ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კაკეჰაშიმ სასწრაფო დახმარებას დაურეკა და აცნობა, რომ მისი ქალიშვილი არ სუნთქავდა. ექიმებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დასკვნაში დაწერეს, რომ ის გარდაცვლილი იყო.

ბავშვის დედამ სამართალდამცავებს თავიდან სიმართლე დაუმალა და უთხრა, რომ გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მისი საავადმყოფოში გადაყვანის საშუალება არ ჰქონდა. მოგვიანებით კაკეჰაშიმ აღიარა, რომ შვილი ერთ კვირაზე მეტი ხნით მარტო მიატოვა, თუმცა არ უფიქრია, რომ ის დაიღუპებოდა. დედას ეგონა, რომ ბავშვს არაფერი დაემართებოდა.

3 წლის ნოა დედასთან ერთად ტოკიოს ბინაში მარტო ცხოვრობდა. კაკეჰაში ბავშვის მამასთან გაცილებული იყო. საბავშვო ბაღში განაცხადეს, რომ მათ უკვე ერთ წელზე მეტია ნოა აღარ ენახათ.

ცხედრის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი შიმშილითა და გაუწყლოებით გარდაიცვალა. მისი კუჭი აბსოლუტურად ცარიელი და ატროფირებული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system