თავში

ოჯახი 4 ბავშვით, ზღვაში დახრჩობას სასწაულით გადაურჩა - PHOTO - VIDEO

ოჯახი 4 ბავშვით, ზღვაში დახრჩობას სასწაულით გადაურჩა - PHOTO - VIDEO
ოჯახი 4 ბავშვით, ზღვაში დახრჩობას სასწაულით გადაურჩა - PHOTO - VIDEO

ავსტრალიაში, 8 სულიანი ოჯახი, რომელთაგან 4 ბავშვი იყო, ზღვაში კატამარანით მგზავრობისას დახრჩობას სასწაულით გადაურჩა. ბავშვებს შორის ერთი 8 თვის ჩვილი იყო. ინფორმაციას 7NewsSydney აქვეყნებს.

ოჯახი 6 დღიანი კემპინგისთვის ბანაკში მიცურავდა. ნაპირიდან 110 კილომეტრის დაშორებით, მოულოდნელად ძრავა გაფუჭდა და კატამარანმა ჩაძირვა დაიწყო. ოჯახი საკმაოდ მომზადებული იყო მსგავსი სიტუაციისთვის, თუმცა მაინც დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. მშობლებმა სანაპირო დაცვას განგაშის სიგნალი გაუგზავნეს და თავიანთი კოორდინატები მიაწოდეს, თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ გასაბერ ნავში მხოლოდ ბავშვები მოთავსდნენ. ჩვილი გამუდმებით ტიროდა და მოგვიანებით ჩაეძინა. მშობლებს ჯერ დაზიანებულ ნავში დარჩენა მოუწიათ, შემდეგ კი ჩაძირული ნავის კიდეზე ჩამოკიდებულები, მაშველებს წყალში უცდიდნენ.

ოჯახის გადასარჩენად ადგილზე ვერტმფრენი გაგზავნეს და ოჯახი უვნებლად გადაარჩინეს. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მამამ ვიდეოს გადაღებაც მოახერხა, სადაც იხუმრა კიდეც, რომ ნავის ჩაძირვისას ლუდის მთელი მარაგი დაკარგეს.           

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system