თავში

8 წლის გოგონა წყვილმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა

8 წლის გოგონა წყვილმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა
8 წლის გოგონა წყვილმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა

რუსეთში 8 წლის ვიქტორია (ვიკა) ტეფლიაკოვა ახალდაქორწინებულმა წყვილმა, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.

ინციდენტი ნოვოალექსანდროვსკში, მას შემდეგ მოხდა, რაც გოგონა სახლიდან გაიქცა. ქუჩაში ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, როგორ მიდის ის მთავარი გზის პირას. პოლიციის თქმით, გზაზე გოგონას მანქანამ გაუჩერა. იქ მყოფებმა მას დახმარება შესთავაზეს. გავრცელებული, ინფორმაციით 8 წლის ვიკა წყვილს მანქანაში ჩაუჯდა, რომელმაცის გაიტაცეს.

როგორც პოლიცია ამბობს, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავის მეუღლეს უთხრა, რომ იგი გოგონაზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა ქალმა მის შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედა. წყვილმა 8 წლის გოგონას ცხედარი ნოვოელექსანდროვსკთან ახლოს მდებარე ტბასთან გადააგდო

ვიკა სამი დღის განმავლობაში დაკარგულად იყო გამოცხადებული. მას 500-მდე სამაშველო ჯგუფი ეძებდა. მოულოდნელად მამაკაცის მეუღლე მივიდა პოლიციაში და გოგონას გვამის ადგილსამყოფელი გაამხილა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ცოლ-ქმარი დააკავა და აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system