თავში

81 წლის იტალიელმა მეუღლის მონახულება ვერ შეძლო და სერენადა უმღერა - VIDEO

81 წლის იტალიელმა მეუღლის მონახულება ვერ შეძლო
81 წლის იტალიელმა მეუღლის მონახულება ვერ შეძლო და სერენადა უმღერა - VIDEO

81 წლის იტალიელმა, რომელსაც ცოლი საავადმყოფოში ჰყავს და მის მოსანახულებლად კორონავირუსის გავრცელების გამო არ უშვებენ, გადაწყვიტა, ცოლისთვის საავადმყოფოს ეზოდან სერენადა ემღერა. ეს ამაღელვებელი მომენტი ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო და ის ინტერნეტ-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს მამაკაცი წითელი პიჯაკით, ქუდითა და მუსიკალური საკრავით. ამის შესახებ CNN წერს.

ვიდეო კადრებში ჩანს მამაკაცის 47 წლის მეუღლე, რომელიც ქმარს ფანჯრიდან უსმენს. გარდა ამისა, სასიყვარულო სიმღერებს საავადმყოფოს სხვა პაციენტები და ექიმებიც ისმენენ. ასევე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც იტალიურად ლაპარაკობს და ამბობს: "ბრავო, რა ლამაზია, ეს კაცი სერენადას უძღვნის თავის მეუღლეს, რომელიც საავადმყოფოშია".

მამაკაცის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:"ეს არის ჩემი ერთადერთ მამა".

ცნობილია, რომ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არ მკურნალობენ, მაგრამ პამდემიით გამოწვეული დაწესებული შეზღუდვების გამო შენობაში შესვლა და პაციენტების მონახულება დაუშვებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system