თავში

82 წლის პენსიონერმა წყალდიდობით დაზარალებულებს 1,2 მილიონი ევრო გადაურიცხა

82 წლის პენსიონერმა წყალდიდობით დაზარალებულებს 1,2 მილიონი
82 წლის პენსიონერმა წყალდიდობით დაზარალებულებს 1,2 მილიონი ევრო გადაურიცხა

82 წლის პენსიონერმა, ჰორსტ ეშლერმა გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა. ამის შესახებ რადიოსადგური Antenne Munster-ი 

გავრცელებული ინფორმაციით,  თავდაპირველად, ქალაქ მიუნსტერის მკვიდრმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მილიონი ევრო გადაურიცხა და თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი - მიუნხენის "ბაიერნი" გააკრიტიკა.

"ბაიერნმა" "კიოლნთან" შეხვედრის შემდეგ დაზარალებულებისთვის 100 ათასი ევრო გაიღო, თუმცა ეშლერის აზრით, ეს საკმარისი არ იყო და პირობა დადო, რომ თუ კლუბი მეტ თანხას გადარიცხავდა, თავადაც გადარიცხულ მილიონზე კიდევ 200 ათას ევროს გაიღებდა.

ჰორსტის მხრიდან ეს პირველი საქველმოქმედო ნაბიჯი არ არის, 2021 წელს მან მიუნსტერის ზოოპარკს 750 ათასი ევრო გადასცა, რამდენიმე კვირაში კი ზოოპარკში 33 333 ბილეთი იყიდა, რომლებიც ადგილობრივ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უფასოდ დაარიგა. 

ეშლერის თქმით, რამდენიმე წლის წინ, ცოლს გარდაცვალებამდე დაჰპირდა, რომ დანაზოგს, რომელსაც წყვილი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდა, ცხოველებისა და ბავშვების დასახმარებლად გამოიყენებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system