თავში

9 წლის გატაცებული აუტისტი ბიჭი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

9 წლის გატაცებული აუტისტი ბიჭი
9 წლის გატაცებული აუტისტი ბიჭი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

9 წლის აუტისტი ბიჭი ფლორიდიდან, რომელიც დედის მანქანიდან შუა ღამით, ნარკოტიკების საყიდლად გამოსულმა ორმა პირმა გაიტაცა, დილით ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. 

პოლიციამ დღეს დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ბიჭის, ალეხანდრო რიფლის ცხედარი დღეს დილით გოლფის კლუბის ტერიტორიაზე "Miccosukee Golf and Country Club–ის" ტბაში იპოვეს. ეს ადგილი კი, ბავშვის გატაცების ადგილიდან 6.5 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "CBS Miami" ავრცელებს. 

რა გახდა ბიჭის გატაცებისა და მკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დანაშაულთან დაკავშირებით პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. 

Alejandro's body was found floating in a lake at the Miccosukee Golf and Country Club

მედიის ცნობით, ალეხანდრო დედის მანქანიდან ორმა შავკანიანმა მამაკაცმა გადმოიყვანა, რომლებიც მსუბუქი ლურჯი ოთხკარიანი სედანით გადაადგილდებოდნენ. მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ. ალეხანდროს დედის, 47 წლის პატრისია რიპლის განცხადებით, მან ქალაქის "Hammocks-ის" რაიონში ყოფნისას შენიშნა, რომ უკან მანქანა მოჰყვებოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მან სავალი ნაწილიდან გადასვლა აიძულა. შემდეგ მასთან მანქანიდან გადმოსული მამაკაცი მივიდა და ნარკოტიკი მოსთხოვა. პატრისია მას უმტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მობილური ტელეფონით ზარის განხორციელება დაიწყო და ბავშვი იძულებით მანქანიდან გადაიყვანა. პოლიციის ცნობით, გამტაცებლები უკანასკნელად ბავშვთან ერთად სამხრეთის საზღვართან შეამჩნიეს. 

Alejandro was riding in his mother's car (pictured) on Thursday night when another vehicle drove the woman off the road and cornered her

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system