თავში

9 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს

9 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს
9 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს

საფრანგეთში 9 წლის გოგონას გატაცებასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 2 მამაკაცი დააკავეს.  

ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის გოგონას გარდა, 73 წლის ქალის გაუპატიურებაშიც არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

გოგონა ვილიერსში პურის საყიდლად მიდიოდა. მოძალადეებმა ის გზიდან გაიტაცეს. ბავშვი გაუჩინარებიდან მალევე იპოვეს და პუატეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. მოძალადეების დასაკავებლად ახლო-მახლო ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი. ეჭვმიტანილები სამართალდამცავებმა სოფელ სომიურის ტერიტორიაზე აიყვანეს. მამაკაცები მოპარული ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system