თავში

92 წლის გერმანელი ნაცისტი ქალი განმეორებით დააპატიმრეს

92 წლის გერმანელი ნაცისტი ქალი განმეორებით დააპატიმრეს
92 წლის გერმანელი ნაცისტი ქალი განმეორებით დააპატიმრეს

92 წლის ბერლინელი ურსულა ჰავერბეკი ციხეში უკვე მეორედ მოხვდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

ჰავერბეკს ადგილობრივი მედია "ნაცისტ ბებიას" უწოდებს. ურსულა უარყოფს ჰოლოკოსტის არსებობას. მისივე თქმით, ინფორმაცია ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, გერმანელ ქალს არ სჯერა ექვსი მილიონი ადამიანის მკვლელობის.

ჰავერბეკმა გისოსებს მიღმა ორნახევარი წელი გაატარა. დღეს ბერლინის სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. Ntv ტელეარხის ინფორმაციით, ხანდაზმული ქალი სასამართლოში არ გამოცხადებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system