თავში

აზერბაიჯანი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუციას პროვოკაციად აფასებს

ა​ზერბაიჯანი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის
აზერბაიჯანი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუციას პროვოკაციად აფასებს

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთის სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის.

გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ საფრანგეთის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს. თუმცა, ამ დოკუმენტის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღება შუამავლის სტატუსის მქონე ქვეყნის მიერ საეჭვოს ხდის ამ ქვეყნის ნეიტრალურობას. ის ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის, რეპუტაციას აზერბაიჯანულ საზოგადოებაში“,- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ექსპერტები განმარტავენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system