თავში

ABC News-მა ჯორჯიის შტატში არჩევნებზე გაშუქებისას შეცდომით საქართველოს კადრები აჩვენა

​ABC News-მა ჯორჯიის შტატში არჩევნებზე გაშუქებისას
ABC News-მა ჯორჯიის შტატში არჩევნებზე გაშუქებისას შეცდომით საქართველოს კადრები აჩვენა

ტელეარხმა ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის შესახებ მასალაში თბილისის საარჩევნო უბნის კადრები აჩვენა.

კადრში თბილისის 55-ე სკოლის შენობაში გახსნილი უბანი ჩანს.

იმ მომენტში აშშ-ში არიზონის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატების შედეგების დათვლა მიმდინარეობდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ბედს გადაწყვეტს. 

ამასთან, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა. ეს მეოთხე საკვანძო შტატია, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა იურიდიული დავა დაიწყო. ტრამპის საარჩევნო გუნდი ცდილობს, ხმის დათვლა იმ ადგილებში შეაჩეროს, სადაც დარწმუნებულია, რომ ბიულეტენებთან დაკავშირებით თაღლითურად იქცევიან. ტრამპის საარჩევნო გუნდმა მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system