თავში

ABC: უახლოეს მომავალში კალიფორნიას "მეგაშტორმი" ელის

ABC: უახლოეს მომავალში კალიფორნიას "მეგაშტორმი" ელის
ABC: უახლოეს მომავალში კალიფორნიას მეგაშტორმი ელის

მეცნიერების ვარაუდით, უახლოესი 40 წლის განმავლობაში, კალიფორნიის შტატს მასშტაბური სახის სტიქია - "მეგაშტორმი" ელის. ამის შესახებ სატელევიზიო არხი ABC იუწყება.

მეცნიერებს ეშინიათ, რომ უახლოეს მომავალში კალიფორნიაში 1861-1862 წლის ზამთრის კატაკლიზმები განმეორდება.  ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატოლოგის დანიელ სვეინის განცხადებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე კვირიანი წვიმების გამო დაიტბორა. კატასტროფის შედეგები იმდენად დამანგრეველი იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა სახელმწიფო დედაქალაქი საკრამენტოდან გადაეტანა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 1800 წლის განმავლობაში კალიფორნიამ 6 "მეგაშტორმი" განიცადა. 

სვეინმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელი სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, "მეგაშტორმები" დაახლოებით 200 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ასეთი კატაკლიზმა შეიძლება მომდევნო 40 წლის განმავლობაში მოხდეს.

მკვლევარების ვარაუდით, ახალი "მეგაშტორმის" შედეგად, შესაძლოა, შტატის მოსახლეობის 1% დაიღუპოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system