თავში

აბორიგენი ექთანი კორონავირუსის ფრონტის წინა ხაზზე - PHOTO

​აბორიგენი ექთანი კორონავირუსის ფრონტის წინა ხაზზე
აბორიგენი ექთანი კორონავირუსის ფრონტის წინა ხაზზე - PHOTO

ვანდერლეცია ორტეგა ლოს სანტოსი 32 წლის ექთანია ბრაზილიის ვიტოტოს ტომიდან. იგი მოხალისედ მუშაობს და ადგილობრივ მოსახლეობას პანდემიის რთულ პირობებში საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევს. იგი ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზეა. სანტოსის ნიღაბზე წარწერაა „აბორიგენების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია“. ქალაქ მანაუსის განაპირას მდებარე აბორიგენების დასახლებაში ის 35 სხვა და სხვა ტომის მკვიდრებს უწევს საჭირო დახმარებას. აკონტროლებს კორონავირუსის სიმპტომებს და მათ საჭირო რჩევებს აძლევს. სანტოსმა დახმარება უკვე 700 ოჯახს აღმოუჩინა.

კორონავირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი ლათინური ამერიკა იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. აშშ-ის კვლევების თანახმად ვირუსის გავრცელებისა და დაღუპულთა პიკი სავარაუდოდ აგვისტოშია მოსალოდნელი.

ამ ეტაპზე აშშ-ის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება ბრაზილიაშია. კორონავირუსის შემთხვევებისა და დაღუპულთა რიცხვის სწრაფად ზრდა საფრთხეს უქმნის ბრაზილიის მკვიდრ მოსახლეობას. აბორიგენი ტომები დღემდე ტრადიციული წესებით, ურბანული სამყაროდან მოშორებით ცხოვრობენ. საავადმყოფოსა და აუცილებელი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო მათში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system