თავში

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დაკავებულია

​აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დაკავებულია
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დაკავებულია

„ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დაკავებულია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ ალ-ბაღდადის მეუღლე დავაკავეთ, თუმცა ეს არ გავახმაურეთ. მე ამის შესახებ ინფორმაციას პირველად ვახმაურებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

5 ნოემბერს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავა

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა.

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system