თავში

აბუ-დაბი იემენში სეპარატისტების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება

აბუ-დაბი იემენში სეპარატისტების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება
აბუ-დაბი იემენში სეპარატისტების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება

არაბეთის გაერთიანებული საემიროები არ ეთანხმება იემენის სამხრეთის გარდამავალი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ქვეყნის სამხრეთით, რეგიონულ დედაქალაქ ადენში გამაგრებულმა სეპარატისტებმა საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება გაწყვიტეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრი ანვარ გარგაში სეპარატისტებს გასულ წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

იემენის კონფლიქტში არაბეთის გაერთიანებული საემიროები სამხრეთის გარდამავალ საბჭოს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი კი იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ჰუსიტების დაჯგუფებას ებრძვის. მხარეები მიიჩნევენ, რომ სეპარატისტები ეს ნაბიჯი სახიფათოა და მას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system