თავში

აბუ-დაბიში ისრაელის საელჩო გაიხსნა

​აბუ-დაბიში ისრაელის საელჩო გაიხსნა
აბუ-დაბიში ისრაელის საელჩო გაიხსნა

არაბთა გაერთიანებული საემრიოების დედაქალაქ აბუ-დაბიში დღეს ისრაელის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. დიპლომატიურ მისიას არაბულ სახელმწიფოში ეითან ნაე უხელმძღვანელებს.

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში 2020 წლის 15 სექტემბერს მოაწერეს.

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე 2020 წლის 13 აგვისტოს შეთანხმდნენ. ამ ფაქტს დასავლეთში "ისტორიული გარღვევა" უწოდეს. არაბთა გაერთიანებული საამიროები მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინა. 

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და ბაჰრეინთან სამშვიდობო შეთანხმება გასული წლის 15 სექტემბერს თეთრ სახლში გაფორმდა. მანამდე კი დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან ეგვიპტემ 1979 და იორდანიამ 1994 წელს აღადგინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system