თავში

ადამიანის ორგანიზმში კიბოსგან დამცავი მექანიზმი აღმოაჩინეს

​ადამიანის ორგანიზმში კიბოსგან დამცავი მექანიზმი აღმოაჩინეს
ადამიანის ორგანიზმში კიბოსგან დამცავი მექანიზმი აღმოაჩინეს

გერმანიის ოსნაბრიუკის უნივერსიტეტსა და აშშ-ს სანტა-ფეს ინსტიტუტში მეცნიერებმა ეფექტური მექანიზმი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვით ადამიანის ორგანიზმი სიმსივნურ უჯრედებს უწევს წინააღმდეგობას. კვლევის შედეგებს MedicalXpress აქვეყნებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ უშლის ხელს ცოცხალი ორგანიზმები დაზიანებული უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნას. მათი თქმით, კიბოს წინააღმდეგ ეს ბუნებრივი დაცვა ადამიანის ორგანიზმშიც მოქმედებს.

მკვლევარები აცხადებენ, რომ არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კიბოს უჯრედები თავად ორგანიზმის რესურსებს ვერ იყენებს.

პირველი ისაა, რომ თავად ზრდის ფაქტორების გამომუშავებაზე დანახარჯი ძალიან დიდია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ჯანმრთელ უჯრედებსა და მუტირებულ, კიბოს უჯრედებს შორის კონკურენცია არსებობს.

როდესაც ორგანიზმში მუტირებული უჯრედი ჩნდება, რომელიც კიბოს განვითარებისთვის ზრდის ფაქტორების სინთეზირებას იწყებს, რესურსებს მეზობელი, ჯანმრთელი უჯრედებიც იღებენ.

ამგვარად, სიმსივნური ერთეული უჯრედები უპირატესობას კარგავენ და ზრდისთვის სათანადო რესურსებს ვერ აგროვებენ. მაგრამ, როდესაც ასეთი უჯრედების მოცულობა გარკვეულ კრიტიკულ ზომას აღწევს, ისინი უპირატესობას იღებენ და კიბო ვითარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system