თავში

ადამიანის შემოსავალზე მისი სახე მეტყველებს

​ადამიანის შემოსავალზე მისი სახე მეტყველებს
ადამიანის შემოსავალზე მისი სახე მეტყველებს

აშშ-ს გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის შემოსავლის ამოცნობა მისი ფოტოსურათით საკმაოდ მარტივია. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროს სპეციალურად შერჩეულ ჯგუფს შავ-თეთრს ფოტოებს აჩვენებდნენ, რომლებსაც ადამიანებს ნეიტრალური გამომეტყველება ჰქონდათ და მათი სავარაუდო შემოსავლის განსაზღვრას სთხოვდნენ.

შერჩეული სურათები ორი თანაბარი რაოდენობისგან შედგებოდა. ნაწილზე ადამიანები იყვნენ აღბეჭდილი, რომელთა წლიური შემოსავალი 150 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. მეორე ნაწილი კი იმათი შედგებოდა, პორტრეტებისგან რომელთა შემოსავალი წელიწადში 35 ათას დოლარზე ნაკლებს შეადგენს.

რესპონდენტების 70%-ს სურათზე აღბეჭდილი ადამიანების მატერიალური მდგომარეობის განსაზღვრა სულაც არ გაუჭირდა.

ექსპერიმენტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მდიდრების ამოცნობაში მათ თვალები და ტუჩები ეხმარებოდა, რომელიც ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ძალიან სახასიათოა. მათ განსხვავებული მზერა ჰქონდათ.

სირთულეს წარმოადგენდნენ მომღიმარი ადამიანები. მათი ფინანსური მდგომარეობის ამოცნობა ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system