თავში

ადამიანის სხეულის ტემპერატურამ ბოლო 150 წლის განმავლობაში დაიწია

ადამიანის სხეულის ტემპერატურამ ბოლო 150 წლის განმავლობაში დაიწია
ადამიანის სხეულის ტემპერატურამ ბოლო 150 წლის განმავლობაში დაიწია

მეცნიერების დაკვირვებით, 150 წლის წინ, ადამიანის სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს. ამ დროის განმავლობაში ტემპერატურამ საშუალოდ ნახევარი გრადუსით დაიწია. ასეთი დასკვნა გააკეთეს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა. მათ მანამდე დიდი ბრიტანეთსა და შვედეთში ჩატარებული კვლევის შედეგები დაადასტურეს. ინფორმაციას ამის შესახებ eLife აქვეყნებს.

სპეციალისტების თქმით, რომელთაც 1862 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მონაცემები გააანალიზეს, დადგინდა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურამ, ცელსიუსის შკალაზე, 0,4 გრადუსით დაიწია.

დაკვირვებისთვის სამი ჯგუფი გამოიყო. პირველ ჯგუფში 1860 და 1940 წლების ომის, 24 000 ამერიკელი ვეტერანის, მონაცემები შევიდა. მეორე ჯგუფში ჯანმრთელობისა და კვების შესახებ აშშ-ში, 1971-1975 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააანალიზეს. მესამე ჯგუფში კი უშუალოდ სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევები გაერთიანდა. 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, კვლევებში, დაახლოებით 150 000 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში, ადამიანის სხეულის ტემპერატურა ყოველ 12 თვეში ერთხელ, ძალიან უმნიშვნელოდ იწევდა დაბლა. ცვლილებამ ამ დროისთვის 0,4 გრადუსი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system