თავში

ადამ კინზინგერი კონგრესმენობაზე უარს ამბობს

ადამ კინზინგერი კონგრესმენობაზე უარს ამბობს
ადამ კინზინგერი კონგრესმენობაზე უარს ამბობს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მომავალ წელს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

„კონგრესში მე დავინახე, დაპირისპირებამ როგორ გაიდგა ფესვები. უთანხმოების გადალახვის სურვილი არც ისე დიდია და ერთიანობა უკვე აღარ არის ის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ.

ასევე ჩემთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ არ შემიძლია ფოკუსირება კონგრესში ხელახლა არჩევასა და უფრო ფართო ბრძოლაზე ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

ცნობისთვის, ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system