თავში

ადგილების გათავისუფლების მიზნით, იტალიელი ექიმი კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კლავდა

ადგილების გათავისუფლების მიზნით, იტალიელი ექიმი კოვიდინფიცირებულ
ადგილების გათავისუფლების მიზნით, იტალიელი ექიმი კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კლავდა

იტალიაში, ქალაქ მონტიკიარიში ექიმი, სახელად კარლო მოსკი, კორონავირუსის პაციენტების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს. 

გამოძიების ცნობით, ექიმი სპეციალურად უკეთებდა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ინიექციებს პრეპარატით, რომელიც სუნთქვას ართულებდა. მისი ქმედებების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ შემთხვევაში გაკვეთამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში იყო მედიკამენტი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში ადამიანის სიკვდილს იწვევს.

გამოცემა La Repubblica წერს, რომ კარლო მოსკას მოტივი გადატვირთულ კლინიკაში ადგილების გათავისუფლება იყო.

ამჟამად მოსკა შინაპატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system