თავში

ადგილი კანადაში, სადაც COVID-19-ის შემთხვები არ დაფიქსირებულა

ადგილი კანადაში, სადაც COVID-19-ის შემთხვები არ დაფიქსირებულა
ადგილი კანადაში, სადაც COVID-19-ის შემთხვები არ დაფიქსირებულა

ამერიკის შეერთებულ შტატები რამდენიმე თვეა კორონავირუსს ებრძვის, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობს ადგილი, სადაც კორონავირუსი შემთხვევები არ დადასტურებულა. ამის შესახებ BBC წერს.

კანადის ბევრ ნაწილში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ  ერთი რეგიონში, ნუნავუტში მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელებისგან თავისუფალია.

მიმდინარე წლის მარტში, კორონავირუსუსის ზრდასთან ერთად მთელ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები სრულად ჩაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, ნუნავუტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შეზღუდვები თავადაც დაეწესებინათ. სამხრეთიდან შინ დაბრუნებული მოსახლეობა ნუნავუტის მთავრობის დაფინანსებით ორი კვირა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, ნუნავუტში დაახლოებით 36,000 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა, მაიკლ პატერსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზეზი, გარდა ქვეყნაში გატარებული ზომებისა, შესაძლოა, ბუნებრივი იზოლაციაც ყოფილიყო, რადგან ნუნავუტში მხოლოდ თვითმფრინავით ჩასვლაა შესაძლებელი.

პატესონმა ასევე განაცხადა, რომ ნუნავუტაში ვირუსის არ არსებობის მიუხედავად, მთელ ტერიტორიაზე დაწესებულია შეზღუდვები, რომელიც მოიცავს სოციალურ დისტანციას, პირბადეების ტარებასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაკონტროლებას.

კორონავირუსის შემთხვევები მთელ კანადაში კვლავ მკვეთრად იზრდება, თუმცა ნუნავუტში COVID-19-ით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა ნულის ტოლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system