თავში

ადვოკატი: ასანჟის ჯანმრთელობა გაუარესდა

​ადვოკატი: ასანჟის ჯანმრთელობა გაუარესდა
ადვოკატი: ასანჟის ჯანმრთელობა გაუარესდა

WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, რენატა ავილამ განუცხადა.

"მან კოლოსალური სტრესი და ემოციური შოკი გადაიტანა. საკუთარი დაცვის სათანადოდ აგების შესაძლებლობის არარსებობა, ასეთ შეზღუდულ პირობებში მომზადება ვითარებას მხოლოდ ართულებს", - განაცხადა ავილამ. 

„WikiLeaks-ის“ დამფუძნებელი ბრიტანეთის დედაქალაქში 11 აპრილს, დილით დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა ის ეკვადორის საელჩოს შენობიდან გამოიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, ასანჟის დაპატიმრების ორდერი ვესტმინსტერის მთავარმა სასამართლომ გასცა.

ჯულიან ასანჟს ბრალი 18 ეპიზოდში აქვს წაყენებული. მათ შორის, ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოს ასანჟის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system