თავში

ისრაელში ბავშვებს სკოლაში გაკვეთილების დროს აცრიან

​ისრაელში ბავშვებს სკოლაში გაკვეთილების დროს აცრიან
ისრაელში ბავშვებს სკოლაში გაკვეთილების დროს აცრიან

ისრაელში 1 სექტემბრიდან 12 წელს გადაცილებულ მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს სკოლაში გაკვეთილების დროს გაუკეთებენ. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ამასთან, ვაქცინაციისთვის სკოლის მოსწავლეების მშობლების ნებართვა იქნება საჭირო.

ისრაელის განათლების მინისტრი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დათანხმდა, რადგან ეს ახალი სასწავლო წლის დროულად დაწყების საშუალებას იძლევა.

ამასთან, სკოლის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისთვის ე.წ. მწვანე საშვების სისტემა ამოქმედდება. სასწავლო დაწესებულებაში მუშაობას ისინი მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ.

გასულ კვირაში ისრაელში 40 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზით ვაქცინაცია დაიწყო. მანამდე ე.წ. "ბუსტერულ" დოზაზე ჩაწერა მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებს შეეძლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system