
სომხეთში აფეთქება მოხდა.
სომხური მედიასაშუალებების ცნობით, ქალაქ ეჩმიაძინში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აფეთქდა.
მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა 48 წლის კაცი, ხოლო ერთი დაშავდა. 33 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ანტონ თათვიძე
ავტორი