თავში

აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

სოხუმში ახალი კორონავირუსი ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა. 

ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა, ხოლო ქალიშვილს ამჟამად გართულებები არ აღენიშნება.  ყველა პაციენტი გადაიყვანეს გუდაუთის საავადმყოფოში.

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა - ათამდე ადამიანი. ამის შესახებ განცხადებას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 42 ადამიანს ჩაუტარდა. სამ მათგანს COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა.

ამ დროისათვის აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში გამოვლინდა.

28 მარტიდან 20 აპრილამდე აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. 20 აპრილიდან ქალაქ სოხუმსა და აფხაზეთის რეგიონებში განახლდა კვების პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრების მუშაობა. 1 მაისიდან განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system